ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოზე

23.03.26 20:36
ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა საქართველოზე

 ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა - ამის შესახებ "პირველებს" რესტორნების და სასტუმროების მეპატრონეები უყვებიან.  

ქართველმა რესტორატორები ამბობენ, რომ საქართველოში მოგზაურობაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს. მათი თქმით, ვიზიტორების რაოდენობის კლება, პირდაპირ აისახება სარესტორნო ბიზნესზეც.  თუ არ იქნება სტუმარი რესტორანში, მუშაობა კიდევ უფრო მეტად გაჭირდება.

რატომ მოქმედებს ასე მძიმედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზეე? უკვე რამდენიმე წელია სტუმარ მასპინძლობის სექტორი პრაქტიკულად სრულად არის ჩამოკიდებული აღმოსავლეთის ბაზარზე.  ევროპელ ტურისტების რიცხვი მცირდება, ბევრი მიზეზი ბევრია, მათ შორის ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების მოსაზრებით პოლიტიკური მოვლენების გამო ახლა კი გამოდის რომ კრიზისი უკვე სხვა ტურისტული ბაზრებზეც იქმნება. 

სტუმრებს კარგავენ სასტუმრობეიც. ბიზნესის ინფორმაციით, მხოლოდ მარტში და მხოლოდ გუდაურს უკვე ასი ათასობით ლარის ზარალი აქვს. წინასწარი პროგნოზების გაკეთება მომდევნო თვეებზე ტურიზმის სექტორს უჭირს.  ამას გვიყვება ის ჰოტელიერი, რომელსაც სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. ის ამბობს, რომ ევროპელი ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა დიდი ხანია აღარ უნდათ. არ სურთ ფული დახარჯონ იმ ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. 

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.