სასახლის ღობის საქმის მთავარ გამომძიებელს არაფერი ახსოვს - სასამართლო სხდომის დეტალები
სასახლის ღობის საქმე - 14 ბრალდებულის საქმეზე პროკურატურამ მოწმე პოლიციელების გამოკითხვა დაასრულა. ბოლო მოწმე კონსტანტინე კერესელიძე იყო. 18 წლიანი სტაჟის მქონე გამომძიებელი, ადვოკატების შეფასებით, არასანდო მოწმეა, რადგან სხოდომათა დარბაზში ყველაფერი დაავიწყდა და მოსამართლის მოწოდების მიუხედავად, ვერაფერი გაიხსენა, ყველა კითხვას ერთი პასუხი გასცა - ბევრი დრო გავიდა და დეტალებს ვერ ვიხსენებ.
მოწმე, რომელიც დღეს ფაქტებს ვერ იხსენებდა, საქმის მთვარი გამომძიებელია. მან მოსამართლის თანდასწრებით დაადასტურა, რომ წინასწარ ჯგუფის ორგანიზების ნაწილზე მტკიცებულებები საქმეში ჯერ არ დევს - საგამოძიებო უწყება მობილურების ექსპერტიზის პასუსების მოლოდინშია.
ჯგუფური ძალადობა ვერ დასტურდება, საქმეში მტკიცებულება არ არის - ასეთია დაკავებულთა ადვოკატების შეფასება. ამის საპასუხოდ პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი შეკრებიდან ათონელის რეზიდენციისკენ ხალხის გადაყვანის მოწოდებაც კი ორგანიზებულ დანაშაულად კვალიფიცირდება.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.