დაცვის უფროსი, ვანო კობაიძე რომ მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და ეს ვაჟკაცი კაცი ქვითინებდა, მეც ვეღარ შევიკავე თავი - სერგო ვარდოსანიძე

23.03.26 22:25
დაცვის უფროსი, ვანო კობაიძე რომ მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და ეს ვაჟკაცი კაცი ქვითინებდა, მეც ვეღარ შევიკავე თავი - სერგო ვარდოსანიძე

ისტორიის მეცნიერებთა დოქტორი, სერგო ვარდოსანიძე, რომელიც ილია მეორის დაკრძალვის დღეს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას უძღვებოდა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იხსენებს, რა იყო მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი იმ დღეს, როცა პატრიარქი სამუდამო განსასვენებელს მიაბარეს.

ვარდოსანიძე ამბობს, რომ ამდენი ხალხი ქუჩებში, სამებაში, სიონში, პატრიარქის სიყვარულით გაერთიანებული მისთვის იყო გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. 

როგროც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში" ამბობს, ემოციები საბოლოო მაშინ ვერ შეიკავა როდესაც ილია მეორის დაცვის უფროსი, ვანო კობაიძე მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად და ატირდა - "ეს ვაჟკაცი კაცი რომ ქვითინებდა, მეც ვეღარ შევიკავე თავი და ასეთი ფრაზა დამცდა, დამთავრდა ყველაფერი_თქო"

ყველაზე მაღლევებელი როგორც წამყვანისთვის პირველი იყო, როდესაც გადავხედეთ კადრებს სამების ტაძრისას და გარეთ ქუჩას, ამაღელვებელიც იყო, სევდიანიც და სიამაყის მომგვრელიც. რომ ის რასაც სიცოცხლეში ქადაგებდა ჩვენი პატრიქრი, რომ მისი უთვარესი მისია იყო ქართველი ერის გამთლიანება, რაც ვერ მოასწრო სიცოცხლეში, მისმა გარდაცვალებამ თითქოს ეს ყველაფერი გააკეთა და მართლაც მე მახოსოვს 9 აპრილი 10-11 აპრილი, როცა ერი წამიერად გამთლიანდა და ყველას გვიყვარდა ერთმანეთი. აი ამ დღეებში არ ჩანდა არც პოზიცია არც პოზიცია და ქართველმა ხალხმა მწუხარებაშიც დიიდ არისტიკრატიზმი გამოავლინა. ეს იყო პირველი, რაც ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. მერე ასეთი ერთსულოვანი დაფასება როგორც ქვეყნსი შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ - ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უდიდეს როლს, რასაც ილია მეორე ასრულებდა ტანამედროვე მსოფლიოში.. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მესა, როდესაც მისი უწმინდესობის ნეშტი მოაბრძანეს მის საყვარელ სიონის ტაძარში, სადაც მან როგროც პატრიარქმა დაიწყო მისი საქმიანობა. ეს სამი მომენტი იყო ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.  და ბოლო წუთები რომ დადგა და დაცვის უფროსი, ბატონი ვანო კობაიძე რომ მივიდა, გამოემშვიდობა პატრიარქს, რომ შევხედე რომ ეს ვაჟკაცი კაცი ქვითინებდა, მეც ვეღარ შევიკავე თავი და ასეთი ფრაზა დამცდა, დამთავრდა ყველაფერი_თქო", - ამბობს ვარდოსანიძე.