სასამართლოდან განჩინება მივიღე, პროკურორმა ანი ხუბეჯიშვილმა ფონდებზე ყადაღის გაგრძელება მოითხოვა - ნანუკა ჟორჟოლიანი
სასამართლოდან მივიღე განჩინება, პროკურორმა ანი ხუბეჯიშვილმა ფონდებზე ყადაღის გაგრძელება მოითხოვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
ანი, ჩემო საყვარელო, გისურვებ ყველა პრობლემას, რისი მოგვარებაც ნანუკას ფონდს შეეძლო და შენი ყადაღის გამო ვერ მოახერხებს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ანი ხუბეჯიშვილი სინდისის პატიმრის, მათე დევიძის საქმის პროკურორია. მან სააპელაციო სასამართლოში მათე დევიძისთვის სასჯელის დამძიმება მოითხოვა.
- ნანუკას ფონდი დაყადაღებულია. ასი ათასობით ლარი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანების გადარჩენა და გაჭირვებული ახალგაზრდების დახმარება, კვლავ ბანკის სეიფში რჩება.