პაატა ზაქარეიშვილი ასახელებს, ვინ მიაჩნია პატრიარქობის საუკეთესო კანდიდატად
პაატა ზაქარეიშვილი ასახელებს, ვინ მიაჩნია პატრიარქობის საუკეთესო კანდიდატად - პოლიტიკოსი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ის მეუფე ისაია ნიქოსელს გულშემატკივრობს - "მაგრამ არ მგონია ის ამ სიაში მოხვდეს".
ზაქარეიშვილი სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, როგორც ის ამბობს, ეპისკოპოსების უმრავლესობა მისი ჯგუფელი იყო.
უმრავლესობა ეპისკოპოსებისა ჩემი ჯგუფელია. ჩავაბარე აკადემიაში, მე მეორე გამოშვება ვიყავი - ანუ 6 კურსის პირველი გამშვება ვართ ჩვენ. ამ 6 კურსზე სულ მცირე 40 ადამიანი სწავლობდა, რომლებიც მერე ეპისკოპოსები გახდნენ. უმრავლესობა ან ჩემი ჯგუფელი იყო, ან წინ იყო, ან უკან.
არის ისეთი ვისაც (ვგულშემატკივორობ), მაგრამ არ მგონია ის ამ სიაში მოხვდეს. მე ისაია მიმაჩნია ერთ-ერთ საუკეთესო ფიგურად. ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ეპისკოპოსია მეუფე ისაია ნიქოსელი. მე მგონია, რომ, ის უარს იტყვის. არიან იქ კიდევ სხვებიც", - ამბობს ზაქარეიშვილი.
სამი კანდიდატიდან, რომელსაც სინოდზე დაასახელებენ ერთი უპირობოდ იქნება მოსაყდრე. მას ამ პრივილეგიას ილია მეორისგან მინიჭებული სტატუსი აძლევს. "პირველების" ინფორმაციით მოსაყდრესთან ერთად განიხილება ორი სავარაუდო კანდიდატიც - მეუფე ისაია და მეუფე დანიელი. მათ სინდოსის წევრებს შორის მხარდამჭერები ყავთ. ყველაფერი აპრილის ბოლოს გაირკვევა, სინოდის სხდომაზე რომელმაც ქართული ეკლესიის ბედი უნდა გადაწყვიტოს.