სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

24.03.26 11:16
სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

 

 

სიონის  ტაძარში, ხალხის ნაკადი არ წყდება -  პატრიარქის საფლავზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მივიდნენ. 

ღამით, საპატრიარქო ტაძარში მარტო  იმყოფებოდა მეუფე იაკობი. 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლთან ერთად ილია მეორეს პანაშვიდი გადაუხადა.

კადრები ეპარქიის სოციალურ ქსელში გავრცელდა. სიონის ტაძარში  სასულიერო პირებს  დღის განმავლობაში ისევ ელოდებიან. პატრიარქს პანაშვიდს 40 დღის განმავლოაბაში გადაუხდიან. 

8 დღე შესრულდა, რაც ჩვენი უწმინდესი ამ ქვეყნად აღარ არის და ღვთის წინაშე წარსდგა. ყველამ კარგად დაინახა, თუ რამხელა სიყვარული გააჩნდა ერს მის მიმართ და ეს ყველაფერი უწმინდესმა თავისი სიყვარულის უპირობო გადმოცემით დაიმსახურა,- განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს.

წავიკითხე კიდეც, რომ დედამიწაზე ალბათ, არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ მოსახლეობის 40% ერთი ადამიანის სამძიმარზე მისულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ციფრებშიც რომ გადავიყვანოთ, თუ რამხელა სიყვარული ჰქონია ერს პატრიარქის მიმართ. პანაშვიდები უწყვეტ რეჟიმში აღესრულება. მამაოები ასრულებენ პანაშვიდებს. ფსალმუნების კითხვაც უწყვეტად არის. მონაზვნები კითხულობენ ფსალმუნებს და მრევლს, მომლოცველებს, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ საფლავთან ახლოს მივიდნენ. საფლავთან შეხების საშუალება გარკვეული პერიოდი არ აქვთ, სანამ არ მოწესრიგდება. ხვალ მეცხრე დღეა. ღვთის განგებით ისე დაემთხვა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. იქნება პარაკლისი, რომელიც ყოველწლიურად სრულდება და ასევე, პანაშვიდიც შესრულდება, რომელსაც მღვდელმთავრები და სამღვდელოება შეასრულებენ", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.