გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა - მედია

24.03.26 15:49
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა - მედია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა -  ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ კარდენახში, გუშინ საღამოს მოხდა.

 გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.