55 წლის კაცმა დედა და ძმა მოკლა - რას ამბობს ბრალდებული და რას ყვებიან მეზობლები

24.03.26 20:14
55 წლის კაცმა დედა და ძმა მოკლა - რას ამბობს ბრალდებული და რას ყვებიან მეზობლები

მოსკოვის გამზირზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 55 წლის მამაკაცი დედისა და ძმის მკვლელობაშია ბრალდებული.

არსებული ინფორმაციით, დავით რატიანმა მძინარე, ეტლით მოსარგებლე დედას სამზარეულოს დანით გულში რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით ბრალდებული საკუთარ ძმას დაუპირისპირდა — დაპირისპირება ფიზიკურ დაჭრაში გადაიზარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად ისიც ადგილზე დაიღუპა.

მეზობლების თქმით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა და სასწრაფო დახმარება თავად გამოიძახა. ადგილზე მისულ ექიმებს მძიმე სურათი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს სავარაუდო იარაღი — სამზარეულოს დანა.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მეზობლები აცხადებენ, რომ ოჯახში კონფლიქტი არასდროს შეუნიშნავთ და არც მკვლელობის დღეს გაუგიათ ხმაური ან დაპირისპირება.

ვრცად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.