პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კალაძის საარჩევნო ბანერი მიიტანეს და მასზე წარწერებს ტოვებენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ბანერი მიიტანეს, რომელზეც დედაქალაქის მერია გამოსახული.
აღნიშნული საპროტესტო აქტი მას შემდეგ დააორგანიზეს, რაც კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით დატანილი წარწერის გამო, მოსამართლემ ელენე ხოშტარიას წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კალაძის ბანერზე წარწერებს ახლა უკვე აქციის მონაწილეები ტოვებენ. მათი თქმით, ამით უნდათ ყველას დაანახონ, რომ ბანერებზე ფლომასტერით წარწერა დანაშაული არ არის.
ეს არის პერფორმანსი და საპროტესტო აქტი, როდესაც მოქალაქეები ვაჩვენებთ, რომ ბანერებზე ფლომასტერით წარწერა არ არის დანაშაული. ეს ბანერი არის ჩვენს მიერ მომზადებული, ეს ბანერი არ ზიანდება ამით, პირიქით, ეს საპროტესტო წარწერები იქნება სიმბოლური და შეინახება. ასევე ფლომასტერი, რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ, არ არის დანაშაულოს იარაღი. დღეს უპრეცენდენტო გადაწუვეტილება მიიღო მოსამართლემ იმ კუთხითაც, რომ ადამიანი, რომლის ქმედებაშიც დანაშაუსლი ნიშნებია რ არსებობდა, წელიწადნახევრით გამოკეტეს ციხეში. მივმართავ ელენს, მე მოვუყევი ამ ხალხს, როგორი თავისუფალი ხარ მაგ კედლებშიც, ჩვენ აქ მხნედ ვართ, გელოდებით, შევხვდებით აქ და არა მანდ, მოსაცდელში, - განაცხადა მარიკა არევაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.