ივანიშვილმა ფაქტობრივად ოჯახური პანაშვიდი მოაწყო და მიცვალებულის სამძიმრის უფლება ჩაიბარა - გია ბუღაძე
“ქოცებს“ არ აწყობთ ერთიანობა და გაერთიანება ერის, მათი ძირითადი კონცეპტი არის დაშალე და იბატონე, - ამის შესახებ მხატვარმა, გია ბუღაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლუტურად საპირისპირო კონცეპტი ჰქონდა ილია მეორეს, გაერთიანების, რაც ივანიშვილს არ აწყობდა და როცა დაინახა, მის გარდაცვალების გამო ასე ერთიანი საზოგადოება, წითელი სიგნალი აენთო და გადაწყვიტა ეს ჩაეშალა.
ბუღაძის თქმით, სწორედ ამის გამო გადააქცია “ოცნების“ ლიდერმა კათოლიკოსის დაკრძალვა ოჯახური პანაშვიდად და შეეცადა ყველაფრისთვის ფასი დაეკარგა.
“ქოცებს“ არ აწყობთ ერთიანობა და გაერთიანება ერის, მათი ძირითადი კონცეპტი არის დაშალე და იბატონე. უწმინდესი ილია მოერეს კონცეპტი იყო აბსოლუტრად საპირისპირო, გააერთიანოს, შეკრას. მას ეს არ აწყობდა, უცბად დაინახა ბიძინამ და აი, ამ ლუბლიანკის წარმომადგენლობამ, რომლებიც აქ სერიოზულად მუშაობენ, რუსულ სპეცსამსახურებს ვგულისხმობ, რომ გამაერთიანებელი იმპულსი ამუშავდა. საერთოდ, როცა დიდი ადამიანი მიდის მას შეუძლია გააერთიანოს, ან დალეწოს. ილია მეორესთან დაკავშირებით მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, გაერთიანება, აი, სწორედ აქ აინთო წითელი სიგნალი, არიქა, რაღაც სწრაფად უნდა გააკეთო, რომ ეს ერთიანობა დაშალო. ბიძინამ დაინახა, რომ მისი საპირისპირო რამე ხდება და რა გააკეთა, ჩაანაცვლა და მოაწყო ფაქტობრივად ოჯახური პანაშვიდი, ჩაიბარა მიცვალებულის სამძიმრის მიღების უფლება. ეს იყო ფარისევლობის ყველა გამოხატული მაგალითი. ამ კაცს, ივანიშვილს ახასიათებს ყვეალფრის გაყალბების უნარი, რომ ყველაფერს ფასი დაუკარგოს. თქვენ ამისგან რამე ადამიანურს ელით, მაგრამ ადამიანთან არ გვაქვს საქმე, ეს რაღაც მონსტრუალური წარმონაქმნია, სადაც ადამიანებს მამონას კულტი აერთიანებთ, მათ ფულის და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებთ. ვინც კი დაეუფლება მამონას კულტის სიხარბეს, იმწამსვე ჩაქოლავენ, - განაცხადა გია ბუღაძემ.