ირაკლი კაკაბაძის ინფორმაციით, სამჯერ იყო საუბარი, სამღვდელოებიდან პირადად კობახიძესთან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

24.03.26 23:55
ირაკლი კაკაბაძის ინფორმაციით, სამჯერ იყო საუბარი, სამღვდელოებიდან პირადად კობახიძესთან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

მწერალ ირაკლი კაკაბაძის ინფორმაციით, სარწმუნო წყაროებიდან იცის, რომ სამჯერ იყო საუბარი საპატრიარქოს მხრიდან [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ, თუმცა კობახიძისგან უარს იღებდნენ.

კაკაბაძის თქმით, პასუხად კობახიძე აბსოლუტურად კონსპირაციულ და დაუჯერებელ თეორიებს ჰყვებოდა, რომელსაც ვერც კი ასაბუთებდა.

მქონდა ინფორმაცია, სარწმუნო წყაროებიდან, სამჯერ იყო საუბარი, ძალიან მაღალი სამღვდელოებიდან, პირადად კობახიძესთან, კობახიძე კონსპირაციის თეორიებს ყვებოდა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება დასაბუთება, რომ ვითომ ესენი იკრიბებოდნენ და აჯანყებას გეგმავდნენ, პატრიარქის გაგზავნილმა პირებმა ჰკითხეს, როგორ არის, საზოგადოებამ ეს ხომ უნდა გაიგოს,  თუ მართლა მზადდებოდა, გვაჩვენეთ, რა ხდება, მაგრამ ეს იყო საბჭოთა კავშირის კონსპირაციის თეორიები, რომლებიც სრულად ჩამოიშალა. სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი დადგა, ძალიან მწვავედ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების მიერ, პასუხი კი იყო აბსოლუტურად კონსპირაციის თეორიები. - განაცხადა კაკაბაძემ. 

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 31 დეკემბერს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემა ,,ერთსულოვნების დილაში“ განაცხადა, რომ საპატრიარქომ სამჯერ დააყენა [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან, თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“.