სასამართლომ ამირან ურუშაძე 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეზე სამოქალაქო აქტივისტს, ამირან ურუშაძეს 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა.
მტკიცებულება არის ის, რომ ამირანი რამდენიმე წუთით გადადის გზაზე იმისათვის, რომ იმ პოლიციელი, რომელიც ელაპარაკება აქციის მონაწილეებს, იმ პოლიციელებს მოუსმინოს, შემდეგ ბრუნდება უკან ტროტუარზე. მიუხედავად ამისა მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიუსაჯა 4 დღიანი პატიმრობა"- ამბობს მიშა ზაქარეიშვილი.
ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 4 დღიან პატიმრობაშია გაუშვეს, ნიკა კაციას ძმაც, ლაშა კაციაც.