სიონში პარაკლისისთვის ემზადებიან - რა ხდება ადგილზე

25.03.26 13:32
სიონში პარაკლისისთვის ემზადებიან - რა ხდება ადგილზე

სიონის საპატრიარქო ტაძარში მოსაყდრე შიოსა და წმინდა სინოდის წევრების მისვლას ელოდებიან. დღეს ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის.

ღვთისმსახურება ერთ საათში დაიწყება. დილიდან ტაძარში ისევ მიდიან მოქალაქეები, რათა პატივი მიაგონ ილია მეორეს.

ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ტაძრის შიდა ტერიტორიზე და ასევე ეზოში მედიას გადაადგილება შეზღუდული აქვს.

როგორ მოასწრო ამდენის გაკეთება, 50 ათასი ნათლული ჰყავს, უამრავი სიკეთე დათესა ჩვენმა პატრიარქმა. იმედი მაქვს, რომ კარგის ნიშანია არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის. თან ვტირივარ, თან ვგრძნობ იმ სინათლეს, სიმსუბუქეს. ჩემთვის ცოცხალია და დარჩება ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი, - ამბობს მოქალაქე. 

უნდა ვაკეთოთ სიკეთე და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და გვერდში ვედგეთ. გავერთიანდეთ და მშვიდობა იყოს. როგორც ახლა ვიყავით გაერთიანებულები და მინდა, რომ დარჩეს ასე. არ ვიყოთ მე, შენ და ის და ვიყოთ "ჩვენ", - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.