სიონში მეუფე შიო გამოჩნდა - ტაძარში "ოცნების" ლიდერებიც იმყოფებიან

25.03.26 14:23
სიონში მეუფე შიო გამოჩნდა - ტაძარში "ოცნების" ლიდერებიც იმყოფებიან

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები მივიდნენ - სიონის ტაძარის ეზოში ავტომობილით მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო.

 კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით დღეს სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს აღავლენენ.

მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყო. მსახურებას ასევე ესწრებიან სინოდის წევრებიც.