ზურა ჯაფარიძე მამა შალვა კაკელიას რუსთაველზე ეპატიჟება
ზურა ჯაფარიძე მამა შალვა კაკელიას რუსთაველზე ეპატიჟება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი მის განცხადებას ეხმაურება და სასულიერო პირს პროტესტის მონაწილეებთან უშუალო დიალოგისკენ მოუწოდებს.
მამა შალვა კეკელიას გამოსვლა ვნახე, სადაც ის რუსთაველზე მდგომ უწყვეტ პროტესტში მყოფ ადამიანებს კიცხავს და საკმაოდ ისეთი ემოციური ტონით თან და კიცხავს იმაზე პროტესტი როგორ არ შეწყვიტეთ პატრიარქის გლოვის დღეებშიო. თითქოს რუსთაველზე საღამოს ორი საათით დგომა აკნინებს პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს და სევდას იმ ადამიანებში, ვისაც ის უყვარდა. მე მინდა, მამა შალვას მივმართო და დავპატიჟო რუსთაველზე. იქნებ მოხვიდეთ ერთ საღამოს, მამა შალვა. ამბიონიდან კიცხვას იქნებ სჯობდეს, რომ პირდაპირ დაელაპარაკოთ იქ მყოფ ადამიანებს და გაარკვიოთ, ისეთი რა აწუხებს ამ ხალხს, რომ თითქმის 500 დღეა ქარში, წვიმაში, თოვლში ყოველ საღამოს გამოდიან და დგანან რუსთაველზე. რატომ არ მოდიხართ, რისი მოლოდინი გაქვთ, რა გაშინებთ, რომ უსამშობლოებში აღმოჩნდებით და ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ იქ რუსთაველზე? ასეც რომ იყოს, ვთქვათ, მართლა უსამშობლოები ვართ, მართლა უჯიშოები ვართ, მართლა ყველანი აგენტები ვართ. ირაკლი ლომოური, ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, რომელიც ყოველ საღამოს მოდის იქ რუსთაველზე, საკუთარი სკამით რომ მოდის, რადგან დიდხანს ვერ დგას ფეხზე. ისიც ვთქვათ, ყველა მართლა აგენტები ვართ, შეცდენილები ვართ და თქვენი ადმოსახედიდან, დაკარგული სულები. ამ შემთხვევაში თქვენი საქმე რა არის? ამბიონიდან ჩვენი კიცხვა? მაგისთის გაცვიათ ანაფორა? ასე ფიქრობთ, რომ გადაარჩენთ ჩვენს სულებს თუ საერთოდ არ არის ჩვენი სულების ხსნა თქვენი საქმე" | ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
მამა შალვა კეკელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: "ხომ შეიძლებოდა, რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს პროტესტი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სექტანტური აზროვნება უფროა."