ლევან იოსელიანმა გლდანის ციხეში პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე მოინახულა
25 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შესახებ. ასევე, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.
სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.