23 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, კომპიუტერული თამაშის დროს უცნობი პირისგან მიღებული დავალებით მეზობელი მოკლა - ახალი დეტალები

25.03.26 20:21
23 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, კომპიუტერული თამაშის დროს უცნობი პირისგან მიღებული დავალებით მეზობელი მოკლა - ახალი დეტალები

ვირტუალური დავალება და რეალური მკვლელობა - 23 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, კომპიუტერული თამაშის დროს უცნობი პირისგან მიღებული დავალებით მეზობელი მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, პენსიონერ გიორგი მჟავიას ახალგაზრდამ ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები სამზარეულოს დანით მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამა ინტერვიუში გვიყვება, რომ მეზობლის მკვლელობის შემდეგ მისი შვილი გაიქცა და ტყეში პოლიციამ თვითდაზიანებებით იპოვა.

"პირველების" ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარ განზრახ მკვლელობაზე საგამოძიებო უწყება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს: მათ შორისაა, კომპიუტერული თამაშის საშუალებით ახალგაზრდის რეკრუტირება და დანაშაულის ჩადენის იძულება. არსებობს ვერსია, რომ დავალების გამცემმა, 23 წლის გიორგი ხაჩიძეს ან მეზობლის მოკვლა ან თვითდაზიანებების მიყენება დაავალა. 

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის მამა გვიყვება, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მათ საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი და დაკავებულის მობილური ტელეფონი ამოიღო. ბრალდებულის მამა "პირველებს" უდასტურებს, რომ გამოკითხვის დროს გამომძიებლებს კითხვები სწორედ კომპიუტერულ თამაშებზე ჰქონდათ.

ადგილობრივები დარწმუნებულები არიან - მკვლელობა ონლაინ თამაშის დავალების შედეგია. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მეზობლებთან არასდროს ურთიერთობდა და მუდმივად ციფრულ სამყაროში იყო ჩართული. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიცია ახლა სწორედ იმ პირის იდენტიფიცირებას ცდილობს, რომელმაც 23 წლის გიორგის სავარაუდო დავალება მისცა.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში