კაცი, რომელმაც სიონში ქადაგების შემდეგ საპროტესტო შეძახილი გააჟღერა, ამბობს, რომ პოლიციამ კრწანისის ტყის სასაფლაოებთან დატოვა
მოქალაქე, რომელმაც სიონის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირის ქადაგების შემდეგ, თქვა: "დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს" - ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ, ის პოლიციელებმა კრწანისის ტყის სასაფლაოებისკენ წაიყვანეს და იქ დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს, მათ ამის შესახებ ირაკლი ხომასურიძე ტელეფონით ესაუბრა.
მე სიმართლეს ვეძებ და ვინც კი დაარღვევს... ახლა, ბევრ რაღაცებში შეიძლება მე ვეთანხმები დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ტყუილი. [...] მიმდინარეობს ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა... პატრიარქის წინააღმდეგ მიდიან... მე შვიდი წლის წინ თმები გადავიპარსე პარლამენტში, სადაც გავაფრთხილე, ნუ აძლევთ-მეთქი ამ დესტრუქციულ ძალებს პატრიარქის შეურაცხყოფის, მოწამვლის უფლებას. [...] მე პატივს ვცემ მეუფე შიოს. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება [ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით], მე დიდ პატივს ვცემ," - თქვა ხომასურიძემ "რადიო თავისუფლებასთან".
ცნობისთვის, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ, როდესაც ჯვარზე სამთხვევად მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე მიდიოდნენ, საპროტესტო შეძახილი გაისმა - "მეუფე შიო, დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმ დანაშუალებზე, რომელიც ჩაიდინა".
[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]