სასახლის ღობის საქმეზე სასამართლოში ორი მოწმე პოლიციელი დაიკითხა - რა თქვეს ძალოვნებმა
ბრალდებულების ამოცნობა YouTube-ის გადაცემების დახმარებით - სასახლის ღობის საქმეზე მოწმედ მისულმა პოლიციელმა თქვა, რომ გამას ბრძოლებს ხშირად უყურებს, ზეპირად იცის მებრძოლები და ასე მოახერხა ბრალდებულ გიორგი კირვალიძის ამოცნობა, მოწმე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ცნობილმა მოკრივემ მას რამდენჯერმე ჩაარტყა.
მოწმის ჩვენება არასარწმუნოა ადვოკატებისთვის, უფლებადამცველების განმარტებით, მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიციელი ვერსიებში ჩაიკარგა. ამ დრომდე არცერთი პოლიციელს არ მოუხდენია ბრალდებულების იდენტიფიცირება, ამიტომ ადვოკატებს აქვთ ეჭვი რომ ეს მოწმე პროკურორმა ამეცადინა და ცრუ ჩვენება დააზეპირებინა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურას საპროცესოს გაფორმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართაა ბექა მაჭავარიანმა, დოკუმენტები მზადაა, ბრალდებული, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს დანაშაულს აღიარებს, ინანიებს და შეწყალებას ითხოვს.