"ოცნება" ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარს ამბობს
საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გამოტანილ 77 საქმეზე გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. ამის შესახებ მინისტრთა კომიტეტის ანგარიშში წერია. არადა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოსთვის სავალდებულოა. ვიდრე თბილისი სტრასბურგის ვერდიქტს არ შეასრულებს ეს საქმეები ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველების ქვეშ რჩება.
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ისეთი საქმეების ასრულებაზეც, რომელსაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებულ ზედამხედველობას უწევს. ასეთებია მაგალითად შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმეები. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო დანაშაულები და ადმიანის უფლებების დარღვევა. ამ საქმეებზე რეაგირება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალებოდა, ახლა კი პროკურატურამ თავად უნდა გამოიძიოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულები, რისი მოლოდინიც უფლებადამცველებს არ აქვთ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში აქციების დროს ასობით ადამიანი პოლიციელების მხრიდან დაკავების ავტომობილებში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. იყო შემთხვევები, როცა სპეცრაზმელები სასტიკად ექცეოდნენ ჟურნალისტებს და მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს საქმეები სტრასბურგის სასამართლოსთვის მზადდება. სახალხო დამცველის აპარატის, რომელსაც ევროსაბჭოს კომიტეტთან ხშირი თანამშრომლობა აქვს, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების იდენტიფიცირება მოხდეს.