ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული, მისი საქმე ომბუდსმენის აპარატის ანგარიშში შევიდა - ეკა წერეთელი

25.03.26 20:42
ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული, მისი საქმე ომბუდსმენის აპარატის ანგარიშში შევიდა - ეკა წერეთელი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში- "აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი" - გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით, არასაკმარისი დასაბუთებით, შეცვლაც შევიდა. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი წერს და ფოტოს აქვეყნებს. 

ეკა წერეთელი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატში დოკუმენტი გადასცეს და აცნეს, რომ ბიზნესმენის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით სეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული. 

დღეს სახალხო დამცველის აპარატში გადმომცეს დოკუმენტი, რომლითაც მაცნეს, რომ ჩემი შვილის გიორგი ჩიკვაიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა არასაკმარისად იყო დასაბუთებული და რომ მისი საქმე შევიდა ანგარიშში: "აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები".

გააქვთ კიდევ რაიმე შეკითხვები...

მართალია გვიან, მაგრამ არაუშავს... ეს დოკუმენტი ძალიან წინ წასწევს სტრასბურგის საქმეს...

P.S. საქმის ეს ნაწილი უკვე გასაჩივრებულია სტრასბურგში და ელოდება განხილვას....

ბრძოლა იქნება პრინციპული, შეიძლება დროში გაწელილი, მაგრამ ღირსეული... გამარჯვება მოვა," - წერს ეკა წერეთელი.