"რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია, მათი ქმედება - დანაშაულებრივი!" - კახა კინწურაშვილი
"რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია, მათი ქმედება - დანაშაულებრივი!" - ამის შესახებ მსახიობი, კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" და მათი პროპაგანდისტები, ქართველ ქალზე აღმატებულად საუბრობენ ხოლმე, მაშინ, როდესაც "ოცნების" რეჟიმმა ანერზე წარწერისთვის ქალს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ემიგრანტ ქალებს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე საპასუხო სილისთვის 2 წლით გამოკეტა მზია ამაღლობელი და ა.შ..
"ქართული ოცნება" და მათ კმაყოფაზე მყოფი პროპაგანდისტები, ქართველ ქალზე აღმატებულად საუბრობენ ხოლმე.
ამ დროს კი რეჟიმმა 72 წლის დევნილ აზა ჩილაჩავას პროტესტისთვის ციხე გამოატარა!
9 შვილის დედა რამდენიმე დღით ციხეში გამოამწყვდია გზის გადაკეტვისთვის!
ახალგაზრდა გოგოს 3 დღით პატიმრობა მიუსაჯა ტროტუარზე დგომისთვის!
პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე საპასუხო სილისთვის 2 წლით გამოკეტა მზია ამაღლობელი!
ემიგრაციაში წასულ ქალებს, რომლებიც სხვისი მოვლით და მძიმე შრომით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და ავსებენ ქვეყნის ბიუჯეტს, ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა!
თავის ტიტუშკებს გოგოები აცემინა საარჩევნო შტაბთან და ბანერზე წარწერისთვის ქალს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა!
ციხესთან მისულ სინდისის პატიმრის დედას 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სამართლის საპოვნელად ქუჩაში გამოსვლისთვის!
რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია,
მათი ქმედება — დანაშაულებრივი!
და თუ ვინმე სექტანტად შეიძლება იწოდოს, ეს ის ხალხია, ვინც სხვისი ჩაგვრით იხეირა, ვინც ნულოვანი თანაგრძნობით ადამიანები გაამწარა და ქვეყნის ინტერესი ერთი კაცის ინტერესს ანაცვალა!" - წერს მსახიობი.