სასამართლოში ჯარის ძარცვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - ვინ გამოიკითხება დღევანდელ სხდომაზე

26.03.26 11:27
სასამართლოში ჯარის ძარცვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - ვინ გამოიკითხება დღევანდელ სხდომაზე

ჯარის ძარცვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ - კერძოდ დაიკითხებიან ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრები. არ არის გამორცხული დღეს გამოიკითხოს ბრალდებული ყოფილი მინისტრიც. 

რამდენიმე მოწმე დაიკითხება დღეს დაცვის მოწმეთა სიიდან. შესაძლოა თვითონაც მისცეს ჩვენება. ვნახოთ რამდენი ხანი გაგრძელდება. რამდენიმე პროცესში მორჩება დაცვა მტკიცებულებების გამოკვლევას. რას იტყვიან მოწმეები, მე წინასწარ არ ვიცი. დაიკითხებიან მომწეები და მოგვცემენ ჩვენებებს - დაადასტურებენ მის უდანაშაულობას. ყველა ნაწილში დაადასტურებენ", - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი. 

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.