სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

26.03.26 13:38
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმიური კონტროლის შედეგად, გორში თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

სეს-ის ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აფასოებდა ხიზილალას. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე," - წერია განცხადებაში.