სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფოთის ზღვაში დაუდგენელი ნივთიერება ჩაედინება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩაედინება ფოთის ზღვაში, დაუდგენელი ნივთიერება.
"პირველებმა" გავარკვიეთ, რომ აღნიშნული მასა სავარაუდოდ თევზის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან მოდის და, წინასწარი ინფორმაციით, ეს არის თევზის დამუშავების პროცესში გამოყენებული წყალი. საწარმო შპს "შავი აკვაკულტურების კომპანიას" ეკუთვნის.
"TV პირველთან" საუბარში, ერთ-ერთი წყარო აცხადებს, აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია არსებობს. მისი თქმით, ქარხნიდან გამავალი მილები პირდაპირ ზღვას უკავშირდება, რის შედეგადაც გამოყენებული წყალი ყოველგვარი დამუშავების გარეშე ჩაედინება შავ ზღვაში. ამ ტერიტორიაზე კი მოქალაქეებისთვის ცურვა აკრძალულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მერიის ეკოლოგიურ სამსახურს მივმართეთ, თუმცა უწყებაში ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.
მაგაზე კომენტარი გაკეთებულია და გაშუქდა, მიმართეთ მერიის პრესცენტრს. მე ვერაფერს მოგახსენებთ," - გვითხრა მიშა სარიშვილმა, ფოთის მერიის ეკოლოგიის სამსახურის თანამშრომელმა.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს კი ამ საკითხზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.