საია კრიტიკულად აფასებს პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვასა და საიასთვის დაკვირვების შეზღუდვას

26.03.26 14:22
საია კრიტიკულად აფასებს პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვასა და საიასთვის დაკვირვების შეზღუდვას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) კრიტიკულად აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვასა და საია-სთვის დაკვირვების შეზღუდვას. 

საია-ს განმარტებით, მიმდინარე წლის 25 მარტს ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძეს, მის წარმოებაში არსებულ საქმეზე სასამართლო სხდომებზე საია-ს წარმომადგენლის დასწრების თხოვნით განცხადებით მიმართა. ხოლო მოსამართლემ მიმდინარე სხდომაზე საია-ს განცხადება არც კი გააჟღერა. 

საია-ს შეფასებით, განცხადების განუხილველად დატოვება არღვევს მხარეთა ინფორმირებულობის პრინციპს და ზღუდავს პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2026 წლის 23 თებერვალს თამარ მახარობლიძემ, წესრიგის დაცვის მოტივით, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომები სრულად დახურა. სასამართლო პროცესების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ დასწრების შესაძლებლობა.

2026 წლის 25 მარტს საია-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძეს, მის წარმოებაში არსებულ საქმეზე სასამართლო სხდომებზე საია-ს წარმომადგენლის დასწრების თხოვნით. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე არც კი გააჟღერა საია-ს განცხადება. საიას შეფასებით, განცხადების განუხილველად დატოვება არღვევს მხარეთა ინფორმირებულობის პრინციპს და ზღუდავს პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობას.

ხსენებულ საქმეში ბრალდებული პირები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი საქმეების მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი. პროცესის საჯაროობა არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მინიმალური გარანტია, ხოლო მისი შეზღუდვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, როდესაც ეს არის მკაცრად აუცილებელი. მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების შეზღუდვის შედეგად, კიდევ უფრო სუსტდება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც ობიექტურად ხელს უწყობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და, შედეგად, ანგარიშვალდებულებას," - წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

ვრცლად ნახეთ მითითებულ ბმულზე: gyla.ge