"არაფერი გააკეთა არც გამოძიებამ და არც პროკურატურამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც ღობე პირველმა გადაანგრია" - ლაშა ბერიძე

26.03.26 17:27
"არაფერი გააკეთა არც გამოძიებამ და არც პროკურატურამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც ღობე პირველმა გადაანგრია" - ლაშა ბერიძე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ლაშა ბერიძის განცხადებით, არც პროკურატურას და არც გამოძიებას არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ამოეცნოთ ის ხალხი, ვინც [პრეზიდენტის სასახლის] ღობე პირველმა გადაანგრია. ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა სასამართლო დარბაზში ისაუბრა. 

მისი თქმით, ყველა ვიდეომასალიდან მოჭრილია კადრი, სადაც ღობის გადამნგრევის ამოცნობა შესაძლებელია.

ლაშა ბერიძე აღნიშნავს, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს და აქციის მონაწილეებს "საბოტაჟი მოუწყვეს". 

არაფერი გააკეთა არც გამოძიებამ და არც პროკურატურამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც ღობე პირველმა გადაანგრია. ყველა ვიდეომასალიდან მოჭრილია კადრი, სადაც ღობის გადამნგრევის ამოცნობა შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს დაჭერა გვინდა, არა, უბრალოდ, ეს არის შეთანხმებული, ეს არის პროვოკაცია.

ეს მარტო ღობის გადანგრევა არაა, ეს არის აწყობილი ჯაჭვი - ღობის გადამნგრევებს ჰქონდათ გარანტია, რომ მათ ხელს არავინ დაადებდა. აქ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რათა მშვიდობიან მომიტინგეებისთვის საბოტაჟი მოეწყოთ," - ამბობს ლაშა ბერიძე.