მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს, რომ კანდიდატურა მოხსნა
მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
“ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არც არავის შეუთავაზებია კანდიდატი და არც არავის მოუხსნია. მგონი, გასაგებად გეუბნებით” - უთხრა "პირველებს" მიტროპოლიტმა.
ცნობისთვის, მიტროპოლიტის განცხადება თავდაპირველად "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.
ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა, "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გაავრცელა. გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აცნობა.