ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
ქუთაისში უბედურ შემთხვევას 33 წლის გოგო ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის მე-5 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა.
ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა გოგო აივნის მოაჯირს იყო მიყრდნობილი, რა დროსაც მას ფეხი დაუცურდა და გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.