სმოლენსკში აღმოაჩინეს საწარმო, სადაც ფალსიფიცირებულ “კოკა-კოლას“ ასხამდნენ და აწერდნენ, თითქოს, საქართველოშია დამზადებული

26.03.26 21:58
სმოლენსკში აღმოაჩინეს საწარმო, სადაც ფალსიფიცირებულ “კოკა-კოლას“ ასხამდნენ და აწერდნენ, თითქოს, საქართველოშია დამზადებული

რუსეთის ფედერაციაში, სმოლენსკის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს არაალკოჰოლური პროდუქციის საწარმო, სადაც ფალსიფიცირებულ კოკა-კოლას ასხამდნენ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქციას ეწერა, რომ ის დამზადებულია საქართველოში, ან აზერბაიჯანში, თუმცა რეალურად კოკა-კოლას დასახელებით, დაუდგენელ გაზიან სასმელს რუსეთში ასხამდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 38 ათასი 2 ლიტრიანი ბოთლი “კოკა-კოლას“ დასახელებით ფალსიფიცირებული სასმელი.