საკონსტიტუციომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარებაზე 3-5 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა პროპორციულად მიიჩნია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინება.
საკონსტიტიციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, პროპორციული სასჯელია, თუ ადამიანს სამი ან ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის მართვის უფლება.
განსხვავებული აზრი საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ დააფიქსირა.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის ნოემბერში მიმართა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით.
იგი ორი მიმართულებით დავობდა:
- ხუჭუა ამბობდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდება არაკონსტიტუციური იყო. თუმცა 2026 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ უარი თქვა, საერთოდ ემსჯელა ამ საკითხზე.
- დავის მეორე მიმართულება კი ეხებოდა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.
წყარო: რადიო თავისუფლება