სასამართლომ ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის “ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა

27.03.26 11:37
სასამართლომ ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის “ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა

სასამართლომ ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა. გადაწყვეტილება დავით მაკარაძემ მიიღო.

შსს ფოტოგრაფს 18 დეკემბერს ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

გასულ კვირას სასამართლომ შეწყვიტა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, ზურა ხიდაშელის საქმეც.

სასამართლო ასევე განიხილავს „ნეტგაზეთის“, „ტაბულასა“ და „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტების საქმეებს. სასამართლოს ამ საქმეებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.