რეგიონში მდებარე სასტუმროები, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები, ჩვენი სამიზნეები გახდებიან - ირანის შეიარაღებული ძალები

27.03.26 12:03
რეგიონში მდებარე სასტუმროები, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები, ჩვენი სამიზნეები გახდებიან - ირანის შეიარაღებული ძალები

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რეგიონში მდებარე სასტუმროები, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები, მათი სამიზნეები გახდებიან.

ბუნებრივია, უნდა დავარტყათ ყველგან, სადაც არიან - აცხადებენ შეიარაღებული ძალებში. 

როდესაც ამერიკელი ძალები სასტუმროში შედიან, ჩვენი პერსპექტივიდან ეს სასტუმრო ამერიკული ხდება. უნდა დავდგეთ და ამერიკელებს ჩვენი დარტყმის საშუალება მივცეთ? როდესაც ვპასუხობთ, ბუნებრივია, უნდა დავარტყათ ყველგან, სადაც არიან“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა აბოლფაზლ შეკარჩიმ.