პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციის პროცედურები ეუთოს ვალდებულებებთან თავსებადი არ არის - გრასა

27.03.26 12:17
პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციის პროცედურები ეუთოს ვალდებულებებთან თავსებადი არ არის - გრასა

ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრასა, "ოცნების" ხელისუფლებას ახსენებს, რომ "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები ყურადღებით უნდა იყოს განხილული.  

რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში, მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციის პროცედურები ეუთოს ვალდებულებებთან თავსებადი არ არის.

რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით: 

  • ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".

რა არის რომის სტატუტი:

დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.