ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა 10 დღით გადადო

27.03.26 12:26
ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა 10 დღით გადადო

დონლად ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დარტყმა 10 დღით გადადო. ამერიკის პრეზიდენტი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ირანის რეჟიმის თხოვნით მიიღო.

დასახელებულია ახალი ვადაც - ტრამპი ამბობს, რომ ელექტროსადგურების „დანგრევის პერიოდს“ აჩერებს აღმოსავლეთის დროით 6 აპრილის საღამოს რვა საათამდე.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აიათოლების რეჟიმსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარალებები გრძელდება. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე გუშინ ინტერვიუ მისცა Fox News-ს, სადაც თქვა, რომ სამხედრო კუთხით ირანთან ომი მოგებულია.

"ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო და საჰაერო ძალები, ასევე მათი რაკეტების უმეტესობა და საკომუნიკაციო საშუალებებიც... და ყველაზე მნიშვნელოვნად, ჩვენ გავანადგურეთ მათი ჰაერსაწინააღმდეგო აპარატი... ჩვენ პირდაპირ თეირანის თავზე თავისუფლად დავფრინავთ და რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ... და კიდევ ერთი რამ, ჩვენ მათი ლიდერებიც გავანადგურეთ." - განმარტა მან. 

თითქმის 40-წუთიან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ "არ შეიძლება, შეშლილ ადამიანს ან ცუდ იდეოლოგიას ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალება მისცე".

თეირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულმა მხარემ "ძალიან თავაზიანად ითხოვა" მეტი დროის მიცემა, თუმცა, ტრამპმა დაამატა, რომ თუკი ხამენეის რეჟიმი ისე არ მოიქცევა, როგორც აშშ-ს სურს, ამერიკა მათ ელექტროსადგურებს გაანადგურებს: "ამიტომ, მათ 10-დღიანი ვადა მივეცი," თქვა ტრამპმა.