მედია: წყალტუბოში, ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

27.03.26 12:34
მედია: წყალტუბოში, ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

წყალტუბოში, ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს  - ინფორმაციას Megat TV ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. Mega tv-ს წყარო ეუბნება, რომ გარდაცვლილი ქალი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.