ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

27.03.26 13:32
ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე წარუდგინა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

როგორც უწყება ირწმუნება, გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩო ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.

ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.