ადგილობრივები, ბიზნესი თუ "ოცნების" ხელისუფლება - ვინ წყვეტს ბახმაროს მომავალს?

29.03.26 20:26
ადგილობრივები, ბიზნესი თუ "ოცნების" ხელისუფლება - ვინ წყვეტს ბახმაროს მომავალს?

ბახმაროს მომავალი კვლავ დაპირისპირების საგანია — ადგილობრივები, ბიზნესი და ხელისუფლება კურორტის განვითარების მოდელზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ.

მოსახლეობის ნაწილი მასშტაბურ მშენებლობას, ე.წ. „დაბეტონებას“ ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ბახმარომ უნდა შეინარჩუნოს თავისი უნიკალური იერსახე — ხის სახლები, დაბალი განაშენიანება და ბუნებრივი ლანდშაფტი.

მეორე მხარე კი აცხადებს, რომ კურორტის განვითარება აუცილებელია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი პროექტების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება.

ამასთან, კომპანია „ორბი“ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს იმ მიწაზე, რომელიც მას 2019 წელს სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად გადაეცა. დღემდე უცნობია, რა საფუძვლით მიიღო კერძო კომპანიამ ასეთი შეღავათი.

დეველოპერის განცხადებით, პროექტი სრულად არის შესწავლილი და ახალი მშენებლობა არც მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს და არც ნიადაგის მდგრადობას შეუქმნის საფრთხეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.