„ბოლო სეზონის“ სამი მსახიობი როლიდან მოხსნეს - "კრისტალბეთი" პასუხისმგებლობას იხსნის
სერიალ „ბოლო სეზონის“ სამი მსახიობი — გიგა დათიაშვილი, დევი ბიბილეიშვილი და ბექა ხაჩიძე — პროექტიდან მოიხსნა. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მათი საჯარო კრიტიკული პოზიციის შემდეგ მიიღეს.
განსაკუთრებით საყურადღებოა გიგა დათიაშვილის შემთხვევა, რომელიც სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა და პროექტიდან მოულოდნელად აღმოჩნდა გარეთ. თავად მსახიობების ინფორმაციით, მათი ჩამოშორების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სერიალის სპონსორმა — „კრისტალბეთმა“ მიიღო.
როგორც ირკვევა, მსახიობების როლიდან მოხსნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. არსებული ინფორმაციით, მათ კონტრაქტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას არ უკრძალავდა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობაზე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.