ერთი ქალის პროტესტი პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო

30.03.26 11:54
ერთი ქალის პროტესტი პარლამენტთან - სამოქალაქო აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტი კესო დეკანოსიძე საერთაშორისო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის საქმეების გამოძიებას და მის დაკავებას სთხოვს.

სამოქალაქო აქტივისტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. დეკანოსიძის განცხადებით, საქართველოში აღარ არსებობს არც დამოუკიდებელი პროკურატურა, არც სასამართლო და ქვეყნის შიგნით სამართლის პოვნა შეუძლებელია.

30 მარტიდან დავიწყე შიმშილობა - ეს არის მშვიდობიანი პროტესტის, უკიდურესი ფორმა. ჩემი შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა ივანიშვილის გასამართლება. მისი დანაშაულების გამოძიება, მისი გაასამართლება და მისი დაკავება. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ადამიანის ხმას და მითუმეტეს შიმშილობას აქვს ძალა და ექნება შედეგი. ხდება დიქტატურის გაფორმება და ბატონმა ივანიშვილმა თუ არ გაიგო, რომ კანონის წინაშე აგებს პასუხს, ის არ გაჩერდება, ის უფრო მეტს დააპატიმრებს და უფრო გაღრმავდება რეპრესიები. ამიტომ, ვისაც გსურთ საქართველოში ნორმალური ცხოვრება გააგრძელოთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ის ადგილია, სადაც უნდა იყოთ 24 საათი,შ ესაძლოა, არ იშიმშილოთ, მაგრამ გამოხატოთ თქვენი პროტესტი, - ამბობს დეკანოსიძე.