ივანიშვილს არ აწყობს არანაირი ავტორიტეტი, საკუთრის მიღმა, სუს-ის ფაილები იმიტომ შექმნეს, რომ ეკლესიას მორალური ავტორიტეტი წართმეოდა- თეოლოგი
ფაქტია, რომ საქართველოში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს არანაირი ავტორიტეტი, საკუთარის მიღმა, - ამის შესახებ თეოლოგმა , მირიან გამრეკელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ეკლესიას მორალური ავტორიტეტი წართმეოდა, სუს-ის ფაილებიც კი შექმენს, სადაც ტყუილი და მართალი ერთმანეთში აურიეს.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ ამ დროს როგორც საზოგადოებამ, ასევე ეკლესიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სუს-ის ფაილების მოვლენა სათანადოდ არ დაგემს.
გამრეკელაშვილი მოსაყდრე შიოზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი პატრიარქად არჩევა კრიტიკის საგანი არა იმიტომ ხდება, რომ რუსეთთან რაიმე კავშირი აქვს, არამე იმიტომ, რომ რუსულ იდეოლოგიის ერთგვარი გამტარია საქართველოში.
ფაქტია, რომ საქართველოში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს არანაირი ავტორიტეტი, საკუთარის მიღმა. ანუ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არცერთი ინსტიტუცია და არცერთი ადამიანი, რომელიც ისარგებლებს ხალხის მიერ უშუალოდ მიღებული ლეგიტიმაციით და მას ექნება უშუალო ავტორიტეტი. იმისთვის, რომ ეკლესიას მორალური ავტორიტეტი წართმეოდა, შექმნეს ეს სუს-ის ფაილები, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული, მანდ დიდი შეცდომა იყო დაშვებული როგორც ეკლესიის, ასევე საზოგადოების მხრიდან, როცა ეკლესიამ ეს სუს-ის ფაილების მოვლენა არ დაგმო სათანადოდ.
მეუფე შიო რუსეთთან კავშირის გამო არ ხდება კრიტიკის ობიექტი, არამედ იმის გამო, რომ მას გააჩნია რუსული ფორმაცია და ის არის რუსული წარმოდგენების და იდეოლოგიის ერთგვარი გამტარი საქართველოში. ანუ, მისი წარმოდგენები, ქადაგებები, შეხედულებები რომ ნახოთ, შემდეგ კი შეადაროთ რუსულ თანამედროვე საზოგადოების დისკურსს, აღმოაჩენთ, რომ ესენი უნისონში არიან ერთმანეთთან. ამის მიღმა არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს რუსიფიკაციას და ამას დაუფარავად აკეთებენ, - ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.
"შაბათის ეთერმა" სუს-ის აქამდე უცნობი ფაილები შეისწავლა - ფაილების თანახმად, სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ეძებდნენ პატრიარქის შემცვლელს და იკვლევდნენ, ვის რა შანსი ჰქონდა, შეეცვალა ილია მეორე.
TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, 2021 წელს გამოჟონილი ათი ათასობით ფაილის გარკვეული ნაწილის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა.