ეპისკოპოსების დოსიე - რა გაირკვა ფარული მოსმენებით

28.03.26 21:35
ეპისკოპოსების დოსიე - რა გაირკვა ფარული მოსმენებით

"შაბათის ეთერმა" სუს-ის აქამდე უცნობი ფაილები შეისწავლა - ფაილების თანახმად, სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2017 წლიდან ეძებდნენ პატრიარქის შემცვლელს და იკვლევდნენ, ვის რა შანსი ჰქონდა, შეეცვალა ილია მეორე. 

TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, 2021 წელს გამოჟონილი ათი ათასობით ფაილის გარკვეული ნაწილის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მინიუმ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სუსი აქტიურად მუშაობდა იმის გამოსარკვევად, ვის რა შანსი ჰქონდა, დაედგა პატრიარქის მიტრა.

სუს-ის ფაილების თანახმად, ამავე წლის ბოლოდან კი, მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ მეუფე შიო დასახელდა, სუსი უკვე იმას ითვლის, ვინ ვის მისცემს ხმას?! ფაილების მიხედვით, ამავე პერიოდში, ტოტალური მიყურადება მიდის თავად მოსაყდრეზეც.

მოპოვებული ფაილების მიხედვით, სუს-ის მოსმენების აგენტი, გიორგი გოგიაშვილი ადგენს დოკუმენტს ნომრით 231 და მოსმენაზე რთავს 30 სასულიერო პირს, მათ შორის მიტროპოლიტებს, წინამძღვრებს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორს,  შიო მუჯირის დას, სიძეს, პირად დაცვას, მძღოლს, თანაშემწესა და სტიქაროსანსაც კი. სუს-ის ფაილების თანახმად, მოსმენაზე არიან აყვანილი ლევან ვასაძე და მისი მეუღლე ნინო დურგლიშვილი.

"შაბათის ეთერის" ცნობით, სუსის ფაილების თანახმად, იმ დროისთვის სპეცსამსახურებს ფარული მოსმენებისა და ჩანერგილი აგენტებისგან მიღებული ინფორმაციით, უკვე გამოკვეთილ ჰყავდათ პატრიარქობის 6 კანდიდატი:  მეუფე ანდრია გვაზავა, მეუფე დანიელ ფაჩუაშვილი, მღვდელმთავარი ისაია ჭანტურია, მიტროპოლიტი აბბა ალავერდელი, ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე და მოსაყდრე შიო.

სუს-ის ფაილების მიხედვით, თითოეულ კანდიდატს სუსის თითო ფაილი ეძღვნება, კონკრეტული მითითებებით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ შერჩეულ პრეტენდენტებს.

სუს-ის ფაილებშია ამავე სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგენილი, მეუფე შიოს მხარდამჭერების სია, იმ შემთხვევაში თუ მოსაყდრე პატრიარქობას მოინდომებს.

იხილეთ ჩამობათვალი: 

ვრცლად, მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები