ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მდინარაძის გარემოცვის ბედს ივანიშვილი უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტს
"ივანიშვილს კონკრეტული გადაწყვეტილებები სჭირდება"- ასე ხსნის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე, შაბათს, უქმე დღეს, პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნას.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის აკრძალვის გარდა საუბარი სავარაუდო კორუფციულ სკანდალებსაც შეეხოს.
არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი იყოს მათ შორის [თინათინ] რუხაძის დაკავებაზე. ვიცით, რომ ის დაკითხვებზე დადის, თუ არ ვცდები დღესაც იყო. მთ შორის [ისაუბრებენ] მამუკა მდინარაძის დაკავებაზე. მდინარაძეს ჰყავდა თავისი კადრები უმრავლესობაში - მაგალითად [ირაკლი] კირცხალია, არჩილ გორდულაძე, რომელიც მდინარაძის დაწინაურებულია. მას სჭირდება იმის ჩვენება, რომ აკონტროლებს სიტუაციას - სუს-ი ადგილზეა, ყველა ადგილზეა და რაც მთავარია თავად არის ადგილზე" - აცხადებს დეკანოიძე.