ბაჩო ახალაიას ახალი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ

31.03.26 11:58
ბაჩო ახალაიას ახალი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახალ ბრალდებაზე იმსჯელებენ. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. 

ცნობილია, რომ პროცესს დაესწრება თავად ბრალდებულიც, თუმცა გაურკვეველია დახურავს თუ არა სხდომას მოსამართლე. 

ბაჩო ახალაიას ადვოკატი, ანი ნადარეიშვილი პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალი არ წარუდგენიათ - ის საკნიდანაც კი არ გამოსულა. 

ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ პენიტენციური სამსახურიდან კამერის ჩანაწერები გამოითხოვა.

თუ ესეა რომ ივანიშვილის დამხობის გამო დაიწყეს საქმე, ეს იმას ნიშნავს, რომ აღიარებენ, რომ ივანიშვილი არის დიქტატორი. დიქტატორია და მორჩა გათავდა, ამას ამბობენ ამით. იმიტომ [გაახსენდათ 16 მარტს გაკეთებული განცხადება ახლა], რომ უბრალოდ ადამიანებში შიში დათესონ, რომ არავინ არ გააკეთოს მსგავსი განცხადება, ხედავენ, რომ ვერ იმორჩილებენ ადამიანებს და ეს დიქტატურის ჩვეულებრივი, კლასიკური მაგალითია, რომ როდესაც ადამიანებს ვერ იმორჩილებენ, მათ სიტყვის თავისუფლებასაც უზღუდავენ და სიტყვის/ფრაზის გამო შეუძლიათ გაუშვან ციხეში. 

რაც შეეხება პროცესუალურ დარღვევებს ბრალი ბაჩოსთვის არ წაუყენებიათ, მე იცით რომ არ შემიშვეს და ადვოკატის გარეშე მას ბრალი არ წაუყენეს, თუმცა დოკუმენტირებულია, რომ თითქოს წაუყენეს, მაგრამ ზუსტად ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვითხოვეთ კამერები ამოიღონ პენიტენციური დაწესებულებიდან იმიტომ, რომ საერთოდ არ გამოსულა ბაჩო საკნიდან. რა თქმა უნდა ეს პროცესუალური დარღვევა არის. 

რაც შეეხება ჩემს ადვოკატობას, მე კიდევ ერთხელ ვცდი იმიტომ, რომ მე არ გამცა პასუხი არც პროკურორმა, არც პროკურორმა, არც პენიტენციურმა სამსახურმა და საერთოდ არავინ, რის საფუძველზე დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი და არ დამიშვეს ბრალის წარდგენაზე. ამიტომ, ახლა მოსამართლის და პროკურორის წინაშე კიდევ ერთხელ ვცდი მივიღო მონაწილეობა, როგორც ადვოკატმა ამ საქმეში," - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

პროკურატურა ახალაიას 16 თებერვალს ღია სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებას ედავება და არა დახურულ პროცესზე. 

შეგახასენებთ, რომ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენამდე, ახალაიას სუს-ი სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ედავებოდა, სადაც მან თქვა: "ივანიშვილი არის დასამხობი".