რუსეთის ეკლესია ცდილობს, მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს (პატრიარქის არჩევნებში) - თეოლოგი

31.03.26 15:38
რუსეთის ეკლესია ცდილობს, მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს (პატრიარქის არჩევნებში) - თეოლოგი

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან არის მცდელობა, რომ  მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს პატრიარქის არჩევნებში. მისი თქმით, სოწრედ ამის დასტურია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაც, სადაც დასახელებულია მიტროპოლიტების - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილის გვარები, რომ თითქოს მათ არჩევნებში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ლობირებს.

თეოლოგის განმარტებით, ახლა ამ დასახელებულ კანდიდატებზე დაიწყება ზეწოლა, რომ რამენაირად კანდიდატურა არ დააყენონ. 

ის, რომ მეუფე შიო ატარებს არჩევნებს, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება - აცხადებს "პირველებთან" ბარნოვი. 

გავლენები საქართველოს ეკლესიაში სამწუხაროდ არის რუსეთის ეკლესიის და მცდელობაც, რომ მათი სასურველი კანდიდატი გავიდეს. ახლა დასახელება კონკრეტულად მეუფე აბრაამის და მეუფე გრიგოლის განპირობებულია იმით, რომ ეს მღვდელმთავრები ზოგადად მოიაზრებიან, როგორც პროდასავლური აზროვნების, შეხედულებების და ფასეულობების მქონე ეპისკოპოსებად და ამიტომ რუსეთი უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ეს უკვე საშიში კანდიდატებია მისთვის.

რაც უკვე საპატრიარქოდან არის ცნობილი, ეს არის მეუფე შიო, რომელიც რეალურად არის მმართველი ეკლესიის. მას ყველანაირი ბერკეტი აქვს ხელში, არა მარტო ეკლესიის მართვის, არამედ არჩევნებზე გავლენის მოხდენის, იმიტომ, რომ რეალურად ის ატარებს არჩევნებს, რაც უკვე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება. 

ის, რომ მეუფე აბრაამი უკვე 77 წლისაა, მას ჰყავს თანამოაზრეები და ალბათ ამ თანამოაზრეებიდან ვინმეს გულისხმობენ. თუნდაც მეუფე გრიგოლი ან რომელიმე ეპისკოპოსი, რომელიც პროდასავლური ღირებულებებით გამოირჩევა. 

დიახ (პრევენციას შეეცადა რუსეთი), რომ (პროდასავლური ძალების განეიტრალება დაწყებულიყო) დაიწყოს ზეწოლა ამ კანდიდატებზე. ან მათ მოხსნან (კანდიდატურა) ან სხვა რამ მოხდეს ისეთი, მინიშნება სინოდის სხვა წევრებზე, რომ ესენი ჩვენთვის სასურველი კანდიდატები არ არიან", - ამბობს გოჩა ბარნოვი. 

  • ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განცხადება გაავრცელა. 

რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.

  • უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. [კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა].

 

მსგავსი სიახლეები