საპატრიარქოში რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა
საპატრიარქოში რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა - როგორც "პირველებთან" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, საპატრიარქოსთვის პატრიარქის არჩევნებში სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩარევა "წარმოუდგენელია".
მსგავსი ჩარევა ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად.
უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“, - მისწერა "პირველებს" დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
განახლება: სუს-ში "პირველებს" უთხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სწორად არ მიაჩნიათ.
- ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განცხადება გაავრცელა.
რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.
- უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. [კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა].