ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა - დაცვის მხარეს გამოსაკითხი გელა უძილაური და გიორგი მიქაძე დარჩა

31.03.26 16:41
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა - დაცვის მხარეს გამოსაკითხი გელა უძილაური და გიორგი მიქაძე დარჩა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დასკვნით ეტაპზე გადადის. დაცვის მხარეს დასაკითხი მხოლოდ ორი მოწმე რჩება, მკვლელობაში მსჯავრდებული გელა უძიალაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული და მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განსასჯელის სკამზე მყოფი ერთადერთი პირი გიორგი მიქაძე. 

დღეს ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ჰაბიდოსკოპი დაკითხეს. ადვოკატ შორენა ნიქაბაძის თქმით, დაცვის მხარის მოწმემ თქვა, რომ სასტუმრო "თაუერის" გარე სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულ კადრებში გიორგი მიქაძის ამოცნობა შეუძლებელია.

დაცვის მხარის მოწვევით პროცესზე დაიკითხა ჰაბიტოსკოპი ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ სასტუმრო "თაუერის" კამერები იყო იმდენად უვარგისი, რომ იდენტიფიცირება შეუძლებელია მასზე გამოსახული პირების. ამის გარდა, ჩვენთვსი მისი ჩვენება საინტერესო გახდა იმით, რომ ისეთი მახსიათებლები, როგორიც არის ადამიანის სიმაღლე ან მიხვრა-მოხვრა, ექსპერტმა თქვა, რომ იდენტიფიკაციისთვსი არასარწმუნო და უვარგისი მონაცემია, შესაბამისად, კვლავ რჩება კითხვა - პოლციის თანამშრომელმა, ბიჭიკო წოწორიამ იმ კამერებზე, რომელზეც ექსპერტი ამბობს, რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება, მიხვრა-მოხვრით და აღნაგობით როგორ ამოიცნო გიორგი მიქაძე", - ამბობს ადვოკატი შორება ნიქაბაძე. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.