რუსეთიდან ყველა ტიპის ზეწოლა წავა პოლიტიკის და საეკლესიო პოლიტიკის დონეზე - არჩილ გამზარდია

31.03.26 17:20
რუსეთიდან ყველა ტიპის ზეწოლა წავა პოლიტიკის და საეკლესიო პოლიტიკის დონეზე - არჩილ გამზარდია

რუსეთიდან ყველა ტიპის ზეწოლა წავა პოლიტიკის და საეკლესიო პოლიტიკის დონეზე - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას. 

გამზარდია არ გამორიცხავს, რომ რუსეთში გაბრაზებულებიც იყვნენ იმის გამო, რომ პატრიარქს წესი მსოფლიო პატრიარქმა აუგო. 

პოლიტოლოგის თქმით, რადგან მიტროპოლიტი შიო ბევრი ადამიანისთვის აღიქმება რუსულ ეკლესიასთან ზედმეტად აფირილებურ პირად, ამ შემთხვევაში შესაძლოა რუსეთი ქმნიდეს ალტერნატივას -  "რომ აი აქ ჩვენ კი არ ვერევით, სხვები ერევიან - ანუ მსოფლიო პატრიარქი ერევა". 

პირველ რიგში, არიან ცოტა ჩამორჩენილები დროს, იმიტომ, რომ მეუფე აბრაამის კანდიდატურა დღეს ვერანაირად ვერ დადგება, არ აქვს არანაირი რესურსი, მათ შორის არ აკმაყოფილებს ელემენტარულ ასაკობრივ ცენზს. მეუფე გრიგოლთან დაკავშირებით მუდმივად არის საუბარი, რომ მას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა სინოდში, მაგრამ მეორე მხრივ აჩვენებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან რუსეთში, იმიტომ, რომ პატრიარქს წესი აუგო მსოფლიო პატრიარქმა. მართალია, ეს მას ისედაც ეკუთვნოდა, თუკი ის იქ იქნებოდა, მაგრამ ეს მაინც პოლიტიკური განხილვის საგანია. შესაბამისად, ისინი ხედავენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას განიხილავს იმ დიდ ერთიან სივრცედ, სადაც ის არის და რუსეთის ეკლესიისთვის დათმობას არ აპირებენ, აი ამ საეკლესიო პოლიტიკის კონტექსტში. ბუნებრივია,  ახლა წავა ყველა ტიპის ზეწოლა, მათ შორის რუსეთიდან პოლიტიკის დონეზე, საეკლესიო პოლიტიკის დონეზე , მათ შორის საქართველოშიც. 

ამან გახსნა ასეთი ტიპის დისკურსი, რომ მსოფლიო პატრიარქი ერევა და ამ დისკურსის ქვეშ ეცდებიან გატარონ ყველა, რომელიც ალტერნატიულობას, ანუ მიტროპოლიტ შიოს აფილაციაზე ისაუბრებს. კიდევ მეორე პროპაგანდისტული მეთოდი ამაში არის გამოყენებული  - რადგან მიტროპოლიტი შიო ბევრი ადამიანისთვის აღიქმება რუსულ ეკლესიასთან ზედმეტად  აფირილებურ პირად, ამ შემთხვევაში თუკი არის საუბარი რუსეთის ჩარევაზე, ახლა შექმნეს ერთგვარი ალტერნატივა რომ აი აქ ჩვენ კი არ ვერევით, სხვები ერევიან - ანუ მსოფლიო პატრიარქი ერევა", - ამბობს არჩილ გამზარდია.  

  • ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განცხადება გაავრცელა. 

 

რუსეთის საგარეო დაზვერვა მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

СВР ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს - აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. [კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა].