ფაშისტური ჯგუფის საქმე - მოსამართლემ სამი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვა
ფაშისტების საქმეზე დაკავებულებიდან სამი არასრუწლოვანი მოსამართლემ ცოტა ხნის წინ ციხეში გაუშვა. ერთ-ერთმა მათგანმა სხდომათა დარბაზში დუმილი დაარღვია და წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ დამნაშავედ დაასახელა. დანარჩენი ორი კი დუმილის უფლებას იყენებს.
საბრალდებო სკამზე 12 დაკავებულიდან 5 გოგო ზის.
მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ხალხის წინააღმდეგ წამების და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი ვიდეო კადრებია. მათ შორის საქმეში დევს იმ სუპერმარკეტების კამერებიდან ამოღებული მასალები, სადაც ჩანს რომ გოგოები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან.
ერთ-ერთი არასრულწლოვანის უფლებადამცველის თქმით, საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია და მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენება დევს. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი საკმაოდ მძიმე მუხლებიოთ აქვს წარდგენილი, თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მტკიცებულებების კუთხით, ძალიან უჭირს საქმეს. გარდა ერთი ჩვენებისა, შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, მასზე კადრები არ არსებობს, რაც შეეხება იდეოლოგიასთან კავშირს, ის უარყოფს. ეს ბავშვები, ვინც პასუხისგებაში არიან მიცემული, რეალურად ამ იდეოლოგიის მსხვერპლები არიან და სახელმწიფოს თუ სხვა მხრივ ექნება მიდგომა ამ არასრულწლოვანებთან დაკავშირებით, უკეთესი იქნება, ამბობს ერთი-ერთი არასრულწლოვანის უფლებადამცველი.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტულ საქმეზე არაერთი მტკიცებულება მოპოვებულია, რომელთა შორის არის დაზარალებულის ჩვენება.
არის ასევე სხვა მოწმეების ჩვენებები, ასევე ვიდეოჩანაწერები, რომელზეც ასახულია უშუალოდ ძალადობის ფაქტი, რომელშიც კონკრეტულად ის ბრალდებული მონაწილეობს, რომლის სხდომაც დღეს განიხილებოდა.ბრალდებულის პოზიციას რაც შეეხება - ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ, ამ ეტაპზე, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მან ნებისმიერ დროს შეიცვალოს პოზიცია. აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მომეტებულად იყო საფრთხე, - განაცხადა ბდალდების მხარემ.
რაც შეეხება კიდევ 9 ბრალდებულს - მათი სასამართლო პროცესები ეტაპობრივად გაიმართება. საქმის პროკურორის განმარტებით, მოპოვებულია მტკიცებულებები, ამოღებულია ვიოდეკადრების, სადაც ჩანს ძლადობის ეპიზოდები და ამ ეპიზოდებში მონაწილეობას იღებენ, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები.
ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, გამოთხოვილია ვიდეო ჩანაწერები, სადაც ასახულია თითოეული დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტი. რიგ შემთხვევებში არის აღიარებები, რიგ შემთვევებში კი დუმილის უფლებას იყენებნ, - ამბობს საქმის პროკურორი.
- ცნობისთვის, თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის და ეროვნების მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების და ეროვნების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში კი მსხვერპლებს პირად ნივთებს ართმევდნენ და თანხას სძალავდნენ.