“ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცვათ დამოუკიდებლობა“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იწყება
“ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცვათ დამოუკიდებლობა“ - ამ მოწოდებით თბილისში საპროტესტო მსვლელობა იწყება.
დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის გამოცხადების 35-ე წლისთავზე, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია და უნდა დაიცვან. სწორედ ამ მიზნით პარლამენტიდან მთაწმინდის პანთეონამდე მსვლელობაა დაგეგმილი.
როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, ისინი პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავზე მივლენ და პატივს მიაგებენ.
31 მარტს, გამთენიისას, მთელი მოსახლეობა ბოშებიც კი გვერდში გვედგნენ, ტაშს გვიკრავდნენ, რომ რეფერენდუმმა გაიმარჯვა და გაიმარჯვა საქართველომ. ამ დიდი ისტორიული ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ეს იყო ჩემთვის შოკირება, როდესაც სრულიად საქართველომ, აქ მაცხოვრებელმა მცირე ერებმა, მთლიანად დაგვჭირეს მხარი, 95 პროცენტმა, რეფერენდრუმს - არა რუსეთს. დღეს მე შეგნებულად გამოვედი ჩემი ეროვნული დროშით, - განაცხადა მსვლელობის მონაწილემ.